გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდს ბულგარეთის ელჩი ესტუმრა

16-02-2018

ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობს. ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს დავით კოდუას შეხვდა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

მოგვიანებით, სტუმრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არტ-გალერეაში სპეციალური გამოფენა გახსნეს, რომელიც ბულგარეთის კულტურასა და ისტორიას ეხება.



ბულგარეთის ელჩის დესისლავა ივანოვას თქმით, ქვეყანა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს და ამ პროცესში მას დაეხმარება.

„საქართველო ნამდვილად არის რეგიონში უპირველესი ქვეყანა, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს. მისი მთავარი მიღწევა ასოცირების ხელშეკრულებაა. ჩვენ მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება დემოკრატიის განვითარებისთვის და სხვადასხვა პროექტის მიმართულებით“, - აღნიშნა ელჩმა.

თავის მხრივ, გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ აღნიშნა, რომ დაგეგმილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელთა ინიციარებასა და განხორციელებაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართვაც არის გათვალისიწინებული.



„ჩვენი თანამშრომლობა იქნება სოციალური, ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობის თუ განათლების კუთხით, გარდა ამისა, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ის ბენეფიტები, რომელიც ევროკავშირს აქვს, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევებსა და საჭიროებებს მოვარგოთ“, - თქვა კოდუამ.

ბულგარეთი წელს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. დესისლავა ივანოვა შეხვედრებს სამეგრელოს გარდა სხვადასხვა რეგიონში განაგრძობს.

რადიო "ათინათი"