გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კორონავირუსის დღეს დადასტურებულ შემთხვევებს შორის ხუთი პაციენტი ბოლნისიდანაა

26-04-2020

ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 86-მდე გაიზარდა. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, დღეს მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, კორონავირუსის ინფექცია ბოლნისის მკვიდრ კიდევ ხუთ პირს დაუდასტურდა.

ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა სოფელ ხატისოფელსა და სავანეთში დადასტურებული შემთხვევების კლასტერია. შესაბამისად, ამ პირების ინფექციის წყარო ცნობილია. ამ დასახლებებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

საერთო ჯამში, ლაბორატორიაში 164 პირის ბიოლოგიური ნიმუში იყო გაგზავნილი. მათგან ხუთი დადასტურდა, 132 პირის შემთხვევაში კი, კორონავირუსი არ დადასტურდა. ამ დროისთვის 37 ანალიზის კვლევა გრძელდება.

1tv.ge