კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
იმნაძე: საბოდიშო არ უნდა იყოს , რომ ჩვენი საავადმყოფოები გადავსებული არ არის, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით

26-04-2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მიზნობრივი ტესტირება ეტაპობრივად ტარდება. მისივე თქმით, ტესტები ეპიდემიოლოგიური ვითარების მიხედვით ჩატარდება.


"ყველა პაციენტის ტესტირება, რომელიც არის სიცხიანი და რომელიც არის პნევმონიით, ხორციელდება არა მხოლოდ ცხელების ცენტრებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებაში. ტესტირების სტრატეგია, რომელიც ქვეყანას ჰქონდა, არჩეულია ანუ მიზნობრივი ტესტირება, ეტაპობრივად ხორციელდება.

ევროპასა და შეერთებულ შტატებში არათუ მსუბუქ პაციენტებს, არამედ არის კატეგორიებად დაყოფილი ვის უტარდება ტესტირება. ამიტომ ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი, რომელიც მართავს სიტუაციას. ჯერჯერობით საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ ათობით და ასობით ადამიანი დაღუპული არ არის. საბოდიშო არ უნდა იყოს მე მგონი, რომ ათასობით ადამიანი და ათიათასობით, საქართველოში ავად არ არის, ასევე ის, რომ ჩვენი საავადმყოფოები გადავსებული არ არის. თუ ეს საბოდიშოა, რა თქმა უნდა, ბოდიშს მოვიხდით,"-განაცხადა იმნაძემ.