გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პაატა იმნაძე: სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ

26-04-2020


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სოფლის ხალხი მაქსიმალურად არ იცავდა რეკომენდაციებს. მისივე თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ სახლში დარჩენა მეზობელთან ვიზიტს და ქეიფს არ ნიშნავს.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა მოწმობს იმას, რომ სოფლის ხალხი არ იცავდა მაქსიმალურად რეკომენდაციებს, ხოლო ქალაქის მაცხოვრებლები იცავდნენ. სამწუხაროდ, იმ დღეების მანძილზე, როდესაც ჩვენ მათ მოვუწოდებდით დარჩენილიყვნენ სახლში, ეს სათანადოდ ვერ აღიქვეს. სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას. სამწუხარო შედეგებს დღეს ვიმკით, რაც ხდება ვთქვათ, კონკრეტულ დასახლებებში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში," - განაცხადაა იმნაძემ.