გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში, სკოლა ,,მილენიუმში“ აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, ზაზა ფერაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

16-02-2018

თავდაცვის სამინისტროს ,,საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის“ ინიციატივით, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის - ზაზა ფერაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რუსთავში, სკოლა ,,მილენიუმში“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ღონისძიების დასაწყისში, ცენტრის წარმომადგენლებმა ,,მილენიუმის“ მოსწავლეებსა და სტუმრებს, ,,ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის“ შესახებ პრეზენტაცია და აგვისტოს ომის გმირის - ზაზა ფერაძის ავტობიოგრაფია გააცნეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ,,ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის“ მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ზაზა ფერაძის ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მეგობრები ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ზაზა ფერაძეზე ისაუბრა.

,,ჩვენი დროის გმირი ზაზა ფერაძე, დღეს 45 წლის გახდებოდა. დიდი გულისტკივილით განვიცდით მის დაღუპვას და ვამაყობთ, რომ მისი ოჯახი, ჩვენს ქალაქში ცხოვრობს. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ზაზა ფერაძეს და ყველაფერს გავაკეთებთ მისი სახელის უკვდავსაყოფად“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

,,ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის“ მეთაურის ელგუჯა ბიბინაძის განცხადებით, სკოლა „მილენიუმში“, სადაც ღონისძიება გაიმართა ზაზა ფერაძის შვილები სწავლობენ.

,,საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გადაწყვიტა, რომ სხვადასხვა საბრძოლო მომზადების ცენტრებს მინიჭებოდა ჩვენი გმირი მებრძოლების სახელები. სწორედ ასეთი ერთ-ერთი გმირი იყო ზაზა ფერაზე და ჩვენი ,,საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი“ ატარებს მის სახელს. დღეს, ჩვენი ცენტრის ინიციატივით ვიმყოფებით რუსთავში, სკოლა ,,მილენიუმში“, სადაც სწავლობენ ზაზა ფერაძის შვილები“, - განაცხადა ელგუჯა ბიბინიძემ.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დღუპული ზაზა ფერაძე, ვახტანგ გორგასლის სახელობის მე-3 ხარისხის ორდენოსანია. უფროსი სერჟანტი, ცხინვალში, საბრძოლო მოქმედებების დროს, სნაიპერის ტყვიამ მაშინ იმსხვერპლა, როდესაც პოზიციებიდან დაჭრილები გამოჰყავდა. აგვისტოს ომის გმირს მეუღლე და ორი შვილი, დემეტრე და ანასტასია დარჩა. ზაზა ფერაძე აგვისტოს ომში დაღუპულ 16 გმირთან ერთად, ცხინვალიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ძალისხმევით, 2008 წლის 2 ოქტომბერს გადმოასვენეს.

"ინტერპრესნიუსი"