გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ანდრია გვიდიანი: ადამიანმა ყველაფერი რომ არ უნდა იკადროს მარტივი ჭეშმარიტებაა. თუმცა, არა "ნაციონალური მოძრაობის" და მათი PR სამსახურის - ე.წ. "მთავარი არხისთვის"

26-04-2020

ადამიანმა ყველაფერი რომ არ უნდა იკადროს, ალბათ მარტივი ჭეშმარიტებაა. თუმცა, არა "ნაციონალური მოძრაობის" და მათი PR სამსახურის - ე.წ. "მთავარი არხისთვის"- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი.

მისი თქმით, უსაფუძვლო და უსაგნო კრიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო და საზოგადოება ვერაფრით აიყოლიეს. ბოლოს დარჩა ავტორიტეტებზე შეტევის ტაქტიკა და არაერთი იერიში მიიტანეს ჩვენს საამაყო ექიმებზე.


"პაატა იმნაძის ბრიფინგს ვუყურე და ყველას ნაცვლად მე შემრცხვა. ეს ხალხი ისეთ დღეში მოაქციეს, კაცს ბოდიშების მოხდა უწევს, რომ საქართველოში 20-30 შემთხვევა ფიქსირდება და არა 200 და 300. ბოდიშებს იხდიან იმის გამო, რომ მხოლოდ 6 გარდაცვლილი გვყავს და არა 600.

როდესაც საღი აზრი საერთოდ აღარ გაგაჩნია და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი სრულად გაბრმავებს, ტელევიზორთან წამოწოლილი ე.წ. პოლიტიკოსებისთვის ალბათ ძალიან მარტივია ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანების კრიტიკა.

რამოდენიმეჯერ ვთქვი, რომ მათმა PR სტრატეგიამ ყველა მიმართულებით წააგო. უამრავ შემთხვევაში უსაფუძვლო და უსაგნო კრიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო და საზოგადოება ვერაფრით აიყოლიეს. ბოლოს დარჩა ავტორიტეტებზე შეტევის ტაქტიკა და არაერთი იერიში მიიტანეს ჩვენ საამაყო ექიმებზე.

ეს მავნებლური, მოღალატეობრივი და კონტრპროდუქტიული ქმედებები უკვალოდ არ ქრება. ხალხი ყველაფერს ხედავს და არავის არაფერი ავიწყდება. დღეს ისეთი რთული ვითარებაა, ამ პერიოდში გადადგმული ყველა ნაბიჯისთვის, ყველა განცხადებისთვის, უაზრო ბაქი-ბუქისთვის და პოლიტიკოსობანას თამაშისთვის ყველას ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს" - წერს ანდრია გვიდიანი.

https://www.facebook.com/agvidiani/posts/3178888858796446