გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვლადიმერ ბოჟაძე: სამარცხვინოა ებძოდე ტყუილით, ცილისწამებით, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ბრძოლის შედეგი არ გაძლევს პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალებას

26-04-2020


სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, სამარცხვინოა, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მტრობაა, როდესაც ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის თავდაუზოგავად მებრძოლ ექიმებს ცილს სწამებენ, მათი მისამართით დეზინფორმაციას ავრცელებენ.
"სამარცხვინოა, როდესაც ექიმების თავდაუზოგავ შრომას ჩვენი ჯანმრთელობისათვის, მათ სიცოცხლისთვის ბრძოლას ვერ აფასებენ
ძალიან სამარცხვინოა, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მტრობაა ასეთ დღეში აგდებდე ექიმებს რომლებიც 24 სთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის იბრძვიან, ვის რჩევებს და რეკომენდაციებს მთელი მსოფლიო ითვალიწინეს. 24 სთ ებძოდე ტყუილით, დეზინფორმაციით, ცილისწამებით, მხოლოდ იმიტომ რომ ასეთი პროფესიონალები და თავდადებულები არიან, მხოლოდ იმიტომ რომ მათი ბრძოლის შედეგი არ გაძლევს პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალებას, ვიწრო პარტიული და პოლიტიკური ინტერესების გატარებას და შესაბამისად, ვერაფერს შველი ოპოზიციის დაბალ რეიტინგს, გახსოვდეთ ამას ამომრჩეველი არ დაგივიწყებთ. ვუერთდები პაატა იმნაძის "ბოდიშს" და მეც "ბოდიშს" მოგიხდით 31 ოქტომბერს არჩევნებში დამარცხებისთვის! "-განაცხადა ბოჟაძემ.