გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ივანე მაჭავარიანი: ეროვნულოი ბანკის იმ დროისთვის ზედმეტი სიფრთხილე დღეს გამოგვადგა, რომ საბანკო სისტემა არის ერთმნიშვნელოვნად მყარი და დაცული

26-04-2020


ეროვნულოი ბანკის იმ დროისთვის ზედმეტი სიფრთხილე დღეს გამოგვადგა, რომ საბანკო სისტემა არის ერთმნიშვნელოვნად მყარი და დაცული,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ,,forbes კვირასთან“ განაცხადა.


იგი ეროვნული ბანკის პოლიტიკას აფასებს და ამბობს, რომ შარშან ეროვნული ბანკი არაერთხელ მოყვა კრიტიკის ქარცეცხლში და თავადაც ჰქონდა შენიშვნები იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ცენტრალური ბანკი ახორციელებდა, იგულისხმება რეგულაციები ფიზიკური პირების დაკრედიტების ნაწილში, რამაც გაართულა სესხების აღება.


“მეც რაღაც ნაწილში არ ვეთანხმებოდი ხოლმე: საკუთარ სიტყვებს გავიმეორებ და გეტყვით - “ძალიან დიდ ჯავშანს ადებს საფინანსო სისტემას-მეთქი სებ-ი. ამ დონის ყუმბარები და რისკები არ ცვივა-მეთქი” - ვიძახდი. თუმცა, თუ ამხელა ყუმბარები გადმოცვივდებოდა, არავინ ელოდა. აღმოჩნდა, რომ ეროვნულოი ბანკის იმ დროისთვის ზედმეტი სიფრთხულე დღეს გამოგვადგა, რომ საბანკო სისტემა არის ერთმნიშვნელოვნად მყარი და დაცული.


ამ კუთხით მათ შორის დედოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, იგივე დოლარზე სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა - კურსის ასეთი მერყეობის პირობებში, ესეც დამცავ მექანიზმად შეგვიძლია ჩავთვალოთ. არ ვიჩქარებდი და ამ ნაწილში არ დავუყენებდი მოთხოვნებს (ეროვნულ ბანკს). ჯერ კიდევ უნდა შევხედოთ”,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, სამომავლოდ მაინც მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისკენ უნდა განვეწყოთ.