გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიკოლოზ მეტრეველი: ორი გვამის მოსურნე ვანო მერაბიშვილი და მისი თანამოაზრეები ბინძური მეთოდებით ცდილობენ გააშავონ გმირი ექიმების საქმიანობა

26-04-2020


"ორი გვამის მოსურნე ვანო მერაბიშვილი და მისი თანამოაზრეები ბინძური მეთოდებით ცდილობენ გააშავონ გმირი ექიმების საქმიანობა"- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ყველას ვალია, ექიმებს გვერდით დავუდგეთ და მტრებს არსებული რთული მდგომარეობის სათავისოდ გამოყენების უფლება არ მივცეთ.

"პაატა იმნაძემ ბრძანა დღეს: საბოდიშო არ უნდა იყოს, რომ საქართველოში ათობით და ასობით დაღუპული არ არის, რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი ავად არ არის, რომ საავადმყოფოები გადავსებული არ არის, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით.

ანუ რაშია საქმე: ორი გვამის მოსურნე ვანო მერაბიშვილი და მისი თანამოაზრეები ბინძური მეთოდებით ცდილობენ გააშავონ გმირი ექიმების საქმიანობა.

მეგობრებო, თითოული ჩვენგანის ვალია, რომ დავუდგეთ ექიმებს გვერდით და არ მივცეთ საშუალება ქვეყნის მტრებს სათავისოდ გამოიყენონ არსებული რთული მდგომარეობა"-წერს მეტრეველი.