გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვანო მერაბიშვილი: ამ ეტაპზე არ მაქვს შემოსავალი ვცხოვრობ მშობლების და მეგობრების დახმარებით

27-04-2020

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით ის და მისი ოჯახის წევრები, ამ ეტაპზე შემოსავლის გარეშე არიან. მერაბიშვილის თქმით, მას ფინანსურად მშობლები და მეგობრები ეხმარებიან.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა იმედი გამოთქვა რომ მომავალში რაიმე საქმეს იპოვნის და შემოსავალი გაუჩნდება.

„ჩემი შემოსავლი არის მინიმალური. მე არ მაქვს შემოსავალი, ასევე ჩემი ოჯახის წევრები ვინც ჩემთან ერთად ცხოვრებენ არ აქვთ შემოსავალი, იმედია მალე გამიჩნდება რამე. ჯერჯერობით მეგობრების და მშობლების დახმარებით ვცხოვრობ. მაქვს მხოლოდ ორი ბინა. ეს ხელისუფლება ეძებდა ჩემს ქონებას მაგრამ ბუნებრივის ვერ იპოვნიდნენ იმიტომ რომ ქონებას არ ვფლობ“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსულების მე-9 დაწესებულება, ე.წ მატროსოვის ციხეს 20 თებერვალს დატოვა.

pia