გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან რატიანი: შვიდიდან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

27-04-2020

დღეისთვის ჩვენ გვყავს შვიდი რეანიმაციული პაციენტი. მათგან ექვსის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. ერთი პაციენტი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს, - ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კლინიკის დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

ამ ეტაპზე, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიისგან 30 პაციენტის პირველადი ტესტირების პასუხებს ელიან.

საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში - 4833 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 571 ადამიანი რჩება.

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge