გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ჩიქოვანი: დარგობრივი სამინისტროები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, სადაც ანტიკრიზისულ გეგმაში წარმოდგენილი ყველა ინიციატივა დეტალურად იქნება განხილული

27-04-2020

საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკურ და სოციალურ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დარგობრივი სამინისტროები შესაბამის დეტალურ განმარტებებს გააკეთებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სოციალური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა, არის საკმაოდ ფართო და თითოეულ მიმართულებასა და სეგმენტზე დარგობრივი სამინისტროები წარმოადგენენ ამ კვირის განმავლობაში პრეზენტაციებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული ანტიკრიზისულ გეგმაში წარმოდგენილი ყველა ინიციატივა, მათ შორის, თუ როგორ და ვის უნდა მიმართონ ჩვენმა მოქალაქეებმა გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად, ეკონომიკური და სოციალური გეგმის ფარგლებში, ასევე იქნება განმარტებები თუ როგორ უნდა ისარგებლონ საქართველოში მოქმედმა ეკონომიკურმა აქტორებმა, ბიზნესებმა იმ შეღავათებით და შესაძლებლობებით, რომელსაც ეს გეგმა იძლევა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.