გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბერძენიშვილი სააკაშვილზე: მე მეგონა, როცა როცა საქართველოს პრეზიდენტი ხარ, მერე არც გუბერნატორი უნდა გახდე და არც ვიცე-პრემიერი

28-04-2020

მე მეგონა, როცა როცა საქართველოს პრეზიდენტი ხარ, მერე არც გუბერნატორი უნდა გახდე და არც ვიცე-პრემიერი. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, მაგრამ იყო ის გუბერნატორი და კიდევ შეუძლია იყოს თანამდებობაზე, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის შესაძლო ვიცე-პრემიერობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

“მე მაგალითად, თავიდანვე მეგონა, რომ როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ხარ, მერე არც გუბერნატორი უნდა იყო, არც ვიცე-პრემიერი და არც პრემიერი, მაგრამ ეს არის ჩემი პირადი მოსაზრებაა. იყო გუბერნატორი და კიდევ შეიძლება იყოს თანამდებობაზე. როგორი იქნება, მაგას ვერ გეტყვით. უკრაინა ძალიან რთული ქვეყანაა.

ვერ გააფუჭებს ხელისუფლება უკრაინასთან ურთიერთობას. იმიტომ რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი, თუ ჩაიხედავდა, დაინახავდა როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს უკრაინასთან. დახმარება ხომ უნდათ ევროპიდან? მაშინ ისე უნდა მოიქცნენ, როგორც ევროპული ქვეყნები იქცევიან. ასეთი რაღაცა სხვაგანაც მომხდარა”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში, რომელსაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ipress