გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარაში 130 პირიდან კორონავირუსი მხოლოდ 1-ს დაუდასტურდა

28-04-2020

"დასრულდა 130 კვლევის ნიმუში, საიდანაც მხოლოდ 1 პოზიტივი დაგვემატა. დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა, ის თურქეთიდან არის შემოსული. იგი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა",-ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქობულეთის კლასტერში ინფიცირების ახალი შემთხვევები ამ დროისთვის არ დასტურდება. მიმდინარეობს აღნიშნული კლასტერიდან ინფიცირებულების კონტაქტების კვლევა, რომელთა რიცხვი 500-ს აჭარბებს.

მისი თქმით, კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსის დიაგნოზით 43 პაციენტი მკურნალობს. აჭარაში სულ გამოჯანმრთელებულია 20 პაციენტი. აჭარის საკარანტინო სივრცეებში 1 300 ადამიანი რჩება.

pia