გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

Süddeutsche Zeitung: მმართველობის პერიოდში სააკაშვილმა აჩვენა ავტოკრატისათვის დამახასიათებელი ნიშნები; მისი მინისტრები ატერორებდნენ ბიზნესმენებს, მართმსაჯულება და ოპოზიცია აღმოჩნდა ზეწოლის ქვეშ

28-04-2020

„საქართველოში მმართველობის პერიოდში სააკაშვილმა აჩვენა ავტოკრატისათვის დამახასიათებელი ნიშნები. მისი მინისტრები ატერორებდნენ ბიზნესმენებს, მართმსაჯულება და ოპოზიცია აღმოჩნდა ზეწოლის ქვეშ. სააკაშვილმა ახალი საპრეზიდენტო სასახლე ააშენებინა და ქვეყანს როგორც მეფე მზე მართავდა - წერს Süddeutsche Zeitung სტატიაში სათაურით „მეფე მზის დაბრუნება“.

როგორც სტატიაში ნათქვამი, ბევრი დეპუტატი აღფრთოვანებული არ არის იმ ფაქტით, რომ პრეზიდენტი ზელენსკი პირადად დაუჭერს მხარს სააკაშვილის კანდიდატურას. მათ ახსოვთ სააკაშვილის პოპულიზმი და ვერბალური გამოხტომები.

„ფორმალურად სააკაშვილის კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, შესაძლებელია ამ პარასკევსაც. კანდიდატი პარლამენტს რეფორმების საკუთარ ხედვას წარუდგენს, პრეზიდენტი ზელენსკი პირადად დაუჭერს მხარს სააკაშვილის კანდიდატურას. ყოველკვირეული გამოცემა „კვირის სარკე“-ს მიხედვით ბევრი დეპუტატი ამ ფაქტით აღფრთოვანებული არ არის. მათ ახსოვთ სააკაშვილის პოპულიზმი და ვერბალური გამოხტომები. საქართველოში სააკაშვილის პოლიტიკური კომეტა უკვე ჩამქრალია, დღემდე ოთხი სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მის წინააღმდეგ. თბილისმა რამდენჯერმე კიევისგან მისი გადაცემა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ“ - წერს სტატიის ავტორი.

სტატიის ავტორი ფლორაინ ჰასელი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დასრულებული ჩანდა. 2018 წლის თებერვალში პოლიციამ და საზღვრის დაცვის თანამშრომლემბა ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და თვითმფრინავით ვარშავის მიმართულებით გაადეპორტეს. დაბრუნების შემთხვევაში პროკურატურა მას სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდა.

აქვე აღნიშულია, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს გაპრეზიდენტებისთანავე მისი წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს მიერ ჩამორთმეული უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

„სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვიტეს. სააკაშვილი კიევში დაბრუნდა. აქამდე მის ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. ახლა კი მიხეილ სააკაშვილმა ვიცე-პრემიერის რანგში უკრაინა ისევ რეფორმების გზაზე უნდა დააყენოს და უკრაინას დასავლეთში ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მილიარდიანი კრედიტის მოპოვება გაუადვილოს“ - ნათქვამია სტატიაში.