გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლების მასობრივი ტეტსირების პასუხები ცნობილია

28-04-2020

გუშინ ჩვენი კლინიკის თანამშრომლების მასობრივი ტესტირება ჩატარდა PSR მეთოდით და არა ანტისხეულებით, ძალიან გვიხარია, რომ არც ერთი შემთხვევა არ არის დადებითი და ყველა უარყოფითია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებს ტესტირება გეგმიურად ეკუთვნოდათ.

ამ ეტაპზე კლინიკაში 105 პაციენტია, აქედან 86 არის კოვიდინფიცირებული შემთხვევა. დღეს ეწერება ერთი პაციენტი, - განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

imedinews.ge