გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ჩიქოვანი: საგანგებო მდგომარეობა საჭიროა, ვიდრე ქვეყანა ებრძვის კოვიდ-19-ს

28-04-2020

საგანგებო მდგომარეობის ვადები მოვითხოვეთ ზუსტად იმ გაანგარიშებით და იმ ვადებით, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, სწორად დაგვეგეგმა როგორც კოვიდ-19-თან ბრძოლა როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე ეკონომიკის ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, დასრულდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ კონკრეტულ ვადებსა და თარიღებზე დღეს საუბარი მისი მხრიდან არასწორი იქნება.

„საგანგებო მდგომარეობა საჭიროა მანამ, ვიდრე ქვეყანა ებრძვის კოვიდ-19-ს, თუმცა სხვადასხვა ეტაპს აქვს სხვადასხვა მოთხოვნები. ჩვენ ამაზე საუბარი შეგვეძლება უფრო მოგვიანებით, მაშინ, როდესაც მივუახლოვდებით საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის ვადას“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.