გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხონის პედაგოგები კვალიფიკაციას გერმანიაში აიმაღლებენ

16-11-2017

პროექტი,  რომელიც შრომის ბაზარზე  სათანადო  კვალიფიკაციის  მქონე  პროფესიული კადრების გადამზადებას უზრუნველყოფს, სტარტს  ხონში აიღებს. პროფესიულ სასწავლებელში ძირითადად ადგილობრივი  პედაგოგები დასაქმდებიან, რომლებიც კვალიფიკაციას გერმანიაში აიმაღლებენ. პირველი საკონსულტაციო შეხვედრა მეწარმეებთან,  „დამსაქმებელთა ასოციაციის“ და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ  ლილუაშვილის  ინიციატივით  გაიმართა.

 

გრიგოლ  ლილუაშვილის  განმარტებით,  პროფესიული  გადამზადება და სათანადო  კადრების  მომზადება  მთავრობის  ოთხპუნქტიანი  გეგმის  მთავარი  კომპონენტია.

„საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის პრიოროტეტს  განათლება  და  პროფესიული  სწავლება  წარმოადგენს. სწორედ  ამიტომ  „დამსაქმებელთა ასოციაციის“ ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაციების  დახმარებით  ხონში პროფესიული გადამზადების  ცენტრის  შექმნა იგეგმება, რომელიც ადგილობრივი  მოსახლეობის  გადამზადებასა  და დასაქმებას  უზრუნველყოფს.’’ - განაცხადა  გრიგოლ ლილუაშვილმა.