გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

უკრაინამ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის გადაწყვეტილება გააუქმა – უკრაინული მედია

28-04-2020

უკრაინის ხელისუფლებამ უმაღლეს რადაში მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის კანდიდატურა უკან გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Цензор.нет-ის ჟურნალისტი, იური ბუტუსოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

„სააკაშვილის დანიშვნის საკითხი დაბლოკილია და გაურკვეველია განიხილება თუ არა საერთოდ“, – წერს ჟურნალისტი.

ჟურნალისტის თქმით, მმართველ პარტია „სლუგა ნაროდაში“ დიდხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 248 დეპუტატიდან, დაახლოებით 140-170 დეპუტატის ხმა დაგროვდა, რომელიც სააკაშვილს მხარს უჭერდა.

 

მისივე თქმით, რადგანაც არ არსებობს სააკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერა ფრაქციაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ საჯაროდ მხარი სააკაშვილის კანდიდატურას არ დაუჭიროს.

 

„შეიძლება რაღაცა შეიცვალოს, იმიტომ რომ პრეზიდენტს ემოციები მართავს, მაგრამ ახლა პრეზიდენტის ოფისი მწყობრიდან გამოვიდა“, – წერს ჟურნალისტი.

 

ბუტუსოვის ცნობით, ამჟამად სააკაშვილის კანდიდატურა განიხილება, როგორც ოდესაში, მმართველი პარტიის წარმომადგენლის თანამდებობაზე – „შესაბამისი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერით“.

პრაიმტაიმი