გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თამთა მეგრელიშვილი რესპუბლიკელებზე: ისევ გამოავლინეს თავი, საკუთარი ღირებულებები, მიგნებები, როგორ ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ ანტისახელმწიფოებრივად!

28-04-2020

"კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”... და აი,ისევ გამოავლინეს თავისი თავი, საკუთარი ღირებულებები,მიგნებები როგორ ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ ანტისახელმწიფოებრივად!“ - ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი რესპუბლიკური პარტიის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, ეს, ამ გუნდის ბუნებრივი მდგომარეობაა.

"კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”... და აი,ისევ გამოავლინეს თავისი თავი, საკუთარი ღირებულებები,მიგნებები როგორ ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ ანტისახელმწიფოებრივად!
ეს, ამ გუნდის ბუნებრივი მდგომარეობაა.აბა სხვაგვარად როგორ ან რითი შეიძლება აიხსნას ქართული სახელმწიფოს, მისი ფასეულობების კულტურის, ისტორიის და მეზობელ სახელმწიფოებთან მშვიდობიანი ურთიერთობების ტრადიციით თამაში.

ამ ფონზე ლოგიკურია, მათი რეიტინგი პლინტუს” ქვემოთ ჩამოვიდა. "პლინტუს" ქვემოთ კიდევ რაღაცაა, ისინი კიდევ უფრო ქვემოთ ალბათ ჯოჯოხეთის კარიბჭისაკენ მიემართებიან“ - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.