გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: ხათუნა სამნიძევ, გრცხვენოდეს, რომ ბოღმა და უტიფარი, უპრინციპო ბერძენიშვილების დონის ქვემოთ ჩაეშვი

28-04-2020

საქართველოს ღია და დაუფარავი მტრობა,- ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და რესპუბლიკური პარტიის განცხადებას, უკრაინის ვიცე - პრემიერად სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით ეხმიანება.

მისი თქმით, რესპუბლიკელებს რეიტინგი არასდროს ჰქონიათ.

"ურეიტინგო რესპუბლიკური პარტია აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლოდროინდელი მძიმე განცხადებები და ქმედებები უკრაინის შიდა პოლიტიკურ/საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას. ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია მოტივირებულია მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური და არა ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებით, შესაბამისად, არ ასახავს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ”. საქართველოს ღია და დაუფარავი მტრობა, ასე შევაფასებდი ამ განცხადებას. ხათუნა სამნიძევ, გრცხვენოდეს, რომ ბოღმა და უტიფარი, უპრინციპო ბერძენიშვილების დონის ქვემოთ ჩაეშვი. მრცხვენია, რომ მიმეგობრია შენთან, ამოგშალე და რეალობაში იგნორი, როგორც ყველა მავნებელს.  რესპუბლიკელებს რეიტინგი არასოდეს გქონდათ, მუდმივად ვიღაცის 'პრიკუპში'. ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ საარჩევნო ბიულეტენში ჩაიწეროთ, ზებანძები და სრულიად ურეიტინგონი. P.S. 2 საათია გიდევთ განცხადება და 16 'ლაიქი'. ირიბად მე გიწევთ რეკლამას ”,- წერს გია აბაშიძე.