გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტენს შევიმუშავებთ, რომელიც ყოველდღიურად stopcov.ge-ზე გამოქვეყნდება და მოქალაქეებს ექნებათ სრული ინფორმაცია, რა ვითარებაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით

28-04-2020

ჩვენ შევიმუშავებთ სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტენს, რომელიც ყოველდღიურად stopcov.ge-ზე გამოქვეყნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, საინფორმაციო ბიულეტენის საშუალებით, ყველა ჩვენს მოქალაქეს ექნება სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.

„მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭომ დაიწყო ფუნქციონირება, ძალიან პროაქტიულად აცნობს საზოგადოებას ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კოვიდ-19ის გავრცელებას და ასევე იმ შეზღუდვებს, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, ასევე სტატისტიკას, რა თქმა უნდა. სტატისტიკა გულისხმობს, როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ასევე იმ მდგომარეობას, თუ რა დახმარებას უწევს ჩვენი სახელმწიფო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის გარეთ. ყოველივე ამის ერთობლივ ფორმატში მიწოდების მიზნით და პროაქტიულად საზოგადოებისთვის გასაცნობად, ჩვენ შევიმუშავებთ სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტენს, რომელიც ყოველდღიურად გამოქვეყნდება stopcov.ge-ზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა საზოგადოებას შეახსენა, რომ პროაქტიული ინფორმირების მიზნით, პლატფორმა ტელეგრამზე მთავრობას აქვს შექმნილი ოფიციალური საკომუნიკაციო არხი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლის გამოწერის შემთხვევაშიც, საზოგადოებამ შესაძლებელია პირდაპირ რეჟიმში მიიღოს ყველა განახლებული ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეპიდემიის თვალსაზრისით.