გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ჩიქოვანი: ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის სოფელ ხიდისყურში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს მთლიანად, საქართველოს ტერიტორიაზე

28-04-2020

როგორც თქვენთვის ცნობილია, 10 აპრილიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტში და 13 აპრილიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მოქმედებდა სპეციალური მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 4500-მდე ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი პროაქტიულად. ასევე, ჩატარდა შესაძლო კერების, ყველა კონტაქტის მიზნობრივი კვლევა. მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, დღეიდან, სპეციალური რეჟიმი ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში იქნება მოხსნილი და 28 აპრილიდან იქ იმოქმედებს ის შეზღუდვები, რა შეზღუდვებიც მოქმედებს მთლიანად, საქართველოს ტერიტორიაზე,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

„როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ისე სოფელ ხიდისყურში ჩატარებული იყო მნიშვნელოვანი ღონისძიებები, გამოკვლეულია ყველა კონტაქტი, მაქსიმალურად შემოწმდა ყველა ადამიანი, თითოეული მოსახლე ამ გეოგრაფიული პუნქტებისა და ყველაფრის ანალიზმა მოგვცა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.