გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გია აბაშიძემ დავით ბერძენიშვილს "ჰიტლერთან მოთანამშრომლე ფრანგი კოლაბორაციონისტი" უწოდა

28-04-2020

როცა ხელისუფლებები პასუხისმგებელიანნი არიან პოლიტიკურად მოტივირებულ კრიმინალზე, მათ ასამართლებენ ან ნიურნბერგულად ან როგორც დეკომუნიზაციის დროს - ლუსტრაციის გზით. რომელი მოითხოვე? მოითხოვე კი არა, ჯიბეში ჩაუხტი ფრანგი კოლაბორაციონისტივით,- მიმართავს ანალიტიკოსი გია აბაშიძე დავით ბერძენიშვილს, რომელმაც ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვალერი გელაშვილის სასიკვდილოდ გამეტებაზე პასუხისმგებლად არა პერსონალურად სააკაშვილს, არამედ სააკაშვილის ხელისუფლებას მოიხსენიებს.

აბაშიძის თქმით, დავით ბერძენიშვილმა კარგად იცის ყველაფერი, მაგრამ ბოღმა აბრმავებს.

"როცა ხელისუფლებები პასუხისმგებელიანნი არიან პოლიტიკურად მოტივირებულ კრიმინალზე, მათ ასამართლებენ ან ნიურნბერგულად ან როგორც დეკომუნიზაციის დროს - ლუსტრაციის გზით. რომელი მოითხოვე? მოითხოვე კი არა, ჯიბეში ჩაუხტი ფრანგი კოლაბორაციონისტივით , ლუსტრაციისთვის პრეცედენტულად დადგენილი 10 წელი მაინც მოგეცადა. ხოლო ოპოზიციონერ დეპუტატზე უშიშროების ძალებით განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზატორ პრეზიდენტს, როგორც მოხელეს, ისე ასამართლებენ, რაც გაკეთდა კიდეც საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში. რაც მთავარია, გია ბარამიძე კი არ ხარ, რომ ვერ ხვდებოდე, ჩემზე კარგად იცი ყველაფერი, მაგრამ ბოღმა გაბრმავებს. რევანშის "ზამასკაში ხარ", ტყუილად კი არ გეძახიან ბოღმა-დავითას“ ?! - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.