გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხელფასის გარეშე დარჩენილი პირები ფულად კომპენსაციას მაისიდან მიიღებენ

28-04-2020

მიმდინარე წლის მაისიდან კომპენსაციის მიღება შეეძლებათ დაქირავებულებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და შემდეგ თვეში (თვეებში) ვეღარ იღებენ შრომის ანაზღაურებას.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოში დამქირავებელი წარადგენს.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესდა 1200-ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, კომპენსაციის მოთხოვნისთვის დამქირავებელი ყოველი თვის 15 რიცხვამდე (საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად) ელექტრონულად, გადამხდელის პირადი ვებგვერდის https://eservices.rs.ge/ მეშვეობით, დადგენილი ფორმით წარმოადგენს იმ პირთა სიას, რომლებზეც ერთხელ მაინც აქვს გაცემული ხელფასი 2020 წლის პირველ კვარტალში და აღარ გაუცია წინა თვეში.

დამქირავებელი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგენს შემდეგ ინფორმაციას:

· დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

· დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები;

· დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი).

ყოველი თვის 20 რიცხვამდე, დამსაქმებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოამზადებს საკომპენსაციო პირთა ერთიან ბაზას და გაუგზავნის სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საიდანაც მოხდება საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა პირის საბანკო ანგარიშზე. პირველი საკომპენსაციო თვე იქნება 2020 წლის აპრილი.