გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ვოლსკი: რატომ გიჭირთ „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილ წევრებს იმის აღიარება, რომ ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის საქმეში სააკაშვილი დამნაშავეა?!

28-04-2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილ წევრებს მიმართავს და ურჩევს, ეყოთ გამბედაობა თუ ღირსება, გამოვიდნენ და თქვან სიმართლე, რომელსაც წლების განმავლობაში იმეორებდნენ და მთელმა საზოგადოებამაც კარგად იცის.

„მოგესალმებით. დღეისთვის პოლიტიკაში კვლავ აქტიურად არიან ჩართული ადამიანები, ვინც 2012 წელს, ჩვენთან ერთად, ოპოზიციური კოალიციის წევრები იყვნენ.

იმ პერიოდში ქვეყანაში შექმნილმა სხვადასხვა ხასიათის არაერთმა პრობლემამ გაგვაერთიანა, იყო გარკვეული მსოფლმხედველური სხვაობებიც, მაგრამ არა ადამიანების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების საკითხებზე. ახლა ბევრი რამ შეიცვალა, ამჯერად არ ჩავუღრმავდები, თუმცა თქვენი აზრია საინტერესო კონკრეტულ ფაქტზე, კერძოდ: დარწმუნებული ვარ, ყველას კარგად გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, 2005 წელს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ვალერი გელაშვილს თავს დაესხნენ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებად გადაქცეული უშიშროების სამსახურის დანაყოფის წევრები და სასტიკი ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს მის მიერ გამოთქმული აზრის გამო (იმ პერიოდში არც ადამიანის წამებით სიკვდილი იყო რაიმე უცხო მოვლენა)!

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ დროს ვალერი გელაშვილი პარლამენტის დეპუტატი იყო, დეპუტატი, რომელიც 2005 წელს „რესპუბლიკურ პარტიას“ შეუერთდა და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც სწორედ ამ პარტიის სიის პირველ სამეულში იყო!

მაშინ გელაშვილი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა! ეს იყო სიმართლე, რომელიც ჩვენც კარგად ვიცოდით და საზოგადოებამაც...

ამ ფონზე, დღეს, როდესაც ქვეყანაში უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიის სათანადო სტანდარტი, ხოლო ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი, რატომ გიჭირთ „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილ წევრებს იმის აღიარება, რომ ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის საქმეში მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა?!

როგორ დავიჯერო, რომ დღეს უკვე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მებრძოლი ე.წ. გაერთიანების წევრები ასე უიმედოდ ხართ დავალებული სააკაშვილისგან, ან რა კომპრომატები აქვს ამისთანა, რომ, არა თუ არ ახსენებთ დანაშაულს, არამედ ცაში აგყავთ მისი სიქველე და დამსახურებები?!

თუ ასე არაა, მაშინ გეყოთ გამბედაობა თუ ღირსება, გამოდით და თქვით სიმართლე, სიმართლე, რომელსაც წლების განმავლობაში თავადაც იმეორებდით და მთელმა საზოგადოებამაც კარგად იცის...

თუკი ეს „პოლიტიკური მიზანშეწონილობის“ თქვენს სტანდარტში არ ჯდება ან გეშინიათ, მაშინ მოვუწოდებ მედიის წარმომადგენლებს - გადახედეთ არქივებს, ნახეთ რა პოზიცია ჰქონდათ კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებს, რას ამბობდნენ მაშინ და რას ქადაგებენ ახლა“, - წერს გია ვოლსკი.