გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარინა ეზუგბაია: პირველად გვაქვს ასეთი დიდი სხვაობა გამოჯანმრთელებულებისა და დადასტურებულების რიცხვს შორის

29-04-2020

"დაგვემატა სულ 6 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელებულები დაგვემატა 12. პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებული და დადასტურებული პაციენტების რიცხვს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეა",- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც მან აღნიშნა, 6 ახალი ინფიცირებულიდან ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, 3 ბოლნისიდან, ხოლო 2-ის წყარო დაუდგენელია და მიმდინარეობს მისი კლვლევა. ინფექციურ საავადმყოფოში მათგან 1 პაციენტი მოთავსდა, რომელიც საკარანტინო სივრციდან არის გადაყვანილი.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 63-ს აღწევს. ამ ეტაპზე მხოლოდ 3 პაციენტი განიხილება მძიმე პნევმონიით დაავადებულად. კლინიკაში კვლავ 11 მოზარდი რჩება. კრიტიკული პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის არ ჰყავთ.

pia