გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ავტომობილები, ავეჯი და სამკაულები – რა ქონება შეიძინეს მინისტრებმა გასულ წელს?

19-02-2018

მინისტრების შემოსავალი და ქონება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა. კრიტიკის საგანი კი განსაკუთრებით მათ მიერ შეძენილი ძვირად ღირებული უძრავი ქონება და ფუფუნების საგნები ხდება ხოლმე.

ინისტრების ქონებრივი დეკლარაციების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ გასულ წელს უძრავი ქონება, ავტომობილები, ტექნიკა, ავეჯი თუ სამკაულები ექვსი მინისტრის ოჯახმა შეიძინა. აქვე აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრთა ნაწილს დეკლარაცია 2018 წელს ჯერ არ განუახლებია.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 2018 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, 2017 წელს კვირიკაშვილის ცოლმა, მაია ცინაძემ 19 784 ლარის ღირებულების ავეჯი შეიძინა. თავად პრემიერმა კი, როგორც მის დეკლარაციაშია აღნიშნული, ჯერ 2 120, ხოლო შემდეგ 1998,99 ლარის ტექნიკა იყიდა.

თეა წულუკიანმა, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იუსტიციის მინისტრის  მეუღლემ, ნუგზარ კაკულიამ ავტომობილი გაცვალა და სანაცვლოდ 2006 წლიანი AUDI Q7 მიიღო.

თავად იუსტიციის მინისტრის ხარჯები კი უძრავი ქონების სარემონტოდ და მოსაწყობად ასეთი იყო: ელიტ ელექრონიქსში” 1 614,99 ლარის ღირებულების პროდუქცია, 7 826,5 ლარის ხეები, 2 000 ევროს ღირებულების “დიოს” პროდუქცია. სამშენებლო და სხვა სამუშაოებსა და აუზის მოსაწყობად კი თეა წულუკიანმა 24 033 ლარი დახარჯა. ასევე სარწყავი სისტემის მოწყობაში მან 4 000 ლარი გადაიხადა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა კი 2017 წელს 1570 ლარის ღირებულების ავეჯი და 2 400 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიძინა. ხოლო მინისტრის მეუღლემ თამარ ყუბანეიშვილმა სამკაულის შესაძენად 1 705 ლარი დახარჯა.

გარდა ამისა, გასულ წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის მეუღლემ, ნინო ჟღენტმა 64 521 ლარის ღირებულების Toyota Prado შეიძინა.

რამდენიმე შენაძენი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემაც. 2017 წელს მან 8 000$-ის ღირებულების ავტოფარეხი და 117 000$-ის ღირებულების ბინა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ის ბინის 80%-ს ფლობს.

ამასთან, 2011 წელს გამოშვებული Porsche Cayenne შეიძინა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის მამამ, გოგი კახიშვილმა. შენაძენში მან 30 000$ გადაიხადა.

cyc.ge