გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვალერი გელაშვილი უკრაინულ თოქ-შოუში: სააკაშვილი კრიმინალია, დამნაშავეა და არ შეიძლება მისი არჩევა მაღალ თანამდებობაზე

29-04-2020

„მე ოპოზიციონერი დეპუტატი ვიყავი როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა ჩემთვის ქონება წაერთმია, ისევე როგორც ჩამოართვა და წაართვა საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქეს, მე მას ამის გამო ღიად და საჯაროდ ვაკრიტიკებდი და სწორედ ამის გამო თბილისის ცენტრში სასიკვდილოდ მცემეს. პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის სახელწოდებაა „ხალხის მსახური“ და ჩემო თხოვნაა გაითვალისწინოთ ქართველი ხალხის აზრიც, რომ ეს ადამიანი კრიმინალია, დამნაშავეა და არ შეიძლება მისი არჩევა მაღალ თანამდებობაზე“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ვალერი გელაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია ,,112“-ის პოლიტიკურ თოქ-შოუ „პულსი“-ს ეთერში განაცხადა.

ვალერი გელაშვილმა გადაცემაში სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა, მისივე თქმით, სამართლიანი იქნება, რომ სააკაშვილი ქართველ სამართალდამცავ სტრუქტურებს გადმოეცეს, რათა მართლმსაჯულება აღსრულდეს.

„იმ დროს ხალხს იმდენად ეშინოდა, რომ როდესაც სააკაშვილი მათ კერძო საკუთრებას, ართმევდა, ისინი ამის შესახებ არც კი ჩიოდნენ. მაგრამ ახლა უკვე პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ ბევრი ასეთი ფაქტი გამოიძია.

სააკაშვილი უნდა იჯდეს საქართველოს ციხეში, რადგანაც მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენს ქვეყანაში. მან ბევრ ქართველ ბიზნესმენს ჩამოართვა კერძო საკუთრება და დღემდე ქართული სახელმწიფო ვერ ახერხებს ბევრი მათგანისთვის წართმეული ქონების უკან დაბრუნებას, რადგანაც უზარმაზარ თანხებზეა საუბარი, რომელიც მან წაიღო“, განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=_g-rsgWWeOQ&feature=youtu.be