გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

The Telegraph- ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა უდიდესი მხარდაჭერა და თანაგრძნობა ქართველი თანამოქალაქეების მიმართ საერთო საფრთხის წინაშე

29-04-2020

„ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა უდიდესი მხარდაჭერა და თანაგრძნობა ქართველი თანამოქალაქეების მიმართ საერთო საფრთხის წინაშე“ - წერს გამოცემა The Telegraph სტატიაში სათაურით „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ბიძინა ივანიშვილი, თავისი ქველმოქმედებით ათწლეულების განმავლობაში მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და ასევე უზარმაზარ დახმარებას უწევს საქართველოს კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მხრივ, გამონაკლისს არ წარმოადგენს“ - ციტირებს  სტატიის ავტორი,   გამოცემის ასოცირებული რედაქტორი კამილა ტომინეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვებს, რომელიც მან   The Telegraph-ს განუცხადა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილი, 4 შვილის მამა, რომლის ერთ-ერთი შვილი - ბერა საქართველოში ცნობილი რეპერია,  ქარხნის მუშის შვილია. მან ქონება რუსეთში პრივატიზაციის პერიოდში ბიზნესების შესყიდვის და შემდეგ დიდი მოგებით გაყიდვის შედეგად  დააგროვა.