გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

19-02-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით,გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე სისტემატურად, უკანონოდ მოიპოვებდა ხის მასალას. ხე-მასალის რეალიზაციისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებული ყალბ სასაქონლო ზედნადებებს ამზადებდა, რამაც მნიშვნელოვან ზიანი გამოიწვია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 303-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.