გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვადიმ რაბინოვიჩი: სააკაშვილს საქართველოში რეფორმებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია

29-04-2020

მიხეილ სააკაშვილს საქართველოში რეფორმების განხორციელებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ამის შესახებ უკრაინული თოქ-შოუ „პულსის“ ეთერში პარტია „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის თანათავმჯდომარემ, ვადიმ რაბინოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში რეფორმები კახა ბენდუქიძემ ჩაატარა, სააკაშვილის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნა კი თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობას გააფუჭებს.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც სააკაშვილს რეფორმებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ისინი კახა ბენდუქიძემ ჩაატარა. სააკაშვილი კი ოპოზიციას ჩაგრავდა, ხალხს კლავდა, ტელეკომპანიებს მფლობელებს ართმევდა, კერძოდ, „იმედი“ და ბევრი სხვა. როცა ხალხი აუჯანყდა პოლიცია გამოიყვანა“, - ამბობს რაბინოვიჩი.