გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ცხინვალელი ფოტოხელოვანის გამოფენა „გავიხსენოთ ცხინვალი - ჩავეხუტოთ ერთმანეთს“

19-02-2018

ცხინვალელი ფოტოხელოვანისა და ჟურნალისტის ჯემალ კასრაძის ფოტო - გამოფენა „გავიხსენოთ ცხინვალი - ჩავეხუტოთ ერთმანეთს“ მოეწყო. ღონისძიების ორგანიზატორი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და მისი ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი იყო.

,,გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ცხინვალის ამსახველი კადრები, ასევე საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა პერიოდი." - აღნიშნეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

გახსნას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, ცხინვალელი პოეტები, მსახიობები და ა.შ. ესწრებოდნენ.

ჯემალ კასრაძე, რომელიც არის პირველი ქართველი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინიშვილის პრემიის ლაურეატი, 1945 წლის 27 იანვარს ცხინვალში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით.

ჯემალ კასრაძის როგორც ფოტოგრაფის დებიუტი 1971 წელს გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” შედგა, შემდეგ კი მუშაობა გააგრძელა სპორტულ გაზეთებში “ლელო” და “მართვე”. თითქმის 40 წლის მანძილზე თანამშრომლობდა რედაქციებთან, “დილის გაზეთი”, “კაბადონი”, “დრონი”, “საქართველოს რესპუბლიკა”. და წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში.

qartli.ge