გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოში პირველად კოვიდინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა

30-04-2020

საქართველოში პირველად კოვიდინფიცირებულ პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და პირველად ჩატარდა ინფიცირებული პირის ოპერაცია, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ორი დღე ცდილობდნენ პაციენტის დახმარებას თერაპიული მკურნალობით, მაგრამ ქირურგიული ჩარევის გარეშე პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდა. დავით გადელიას განმარტებით, ოპერაცია ლაპარასკოპიის მეთოდით ნაღვლის ბუშტზე ჩატარდა.

„სრული აღკაზმულობით მოუწიათ ექიმებს ოპერაციის ჩატარება, ექთნის შეცვლაც კი დაგვჭირდა, რადგან ძალიან რთულია ასეთი აღკაზმულობით მუშაობა. ოპერაცია წარმატებით ჩავატარეთ. ქირურგი საოპერაციოდან რომ გამოვიდა, როგორც იტყვიან, წყლად იღვრებოდა, სათვალეც კი დაბურული ჰქონდა, რადგან როგორც აღვნიშნე, ტექნიკურად ძალიან რთულია, ასეთი აღკაზმულობით მუშაობა“ - განაცხადა დავით გადელიამ.

imedinews.ge