გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თენგიზ ცერცვაძე: დავამზადეთ რამდენიმე დონორის პლაზმა და უახლოეს 1-2 კვირაში გამოვიყენებთ

30-04-2020

ჩვენ უკვე დავამზადეთ რამდენიმე დონორის პლაზმა, კიდევ ვაზუსტებთ რაღაცებს და უახლოეს 1–2 კვირაში ამ მეთოდს გამოვიყენებთ - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა `„ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ეს მეთოდი მსოფლიოში ჯერ მხოლოდ 2-3 ქვეყანას აქვს გამოყენებული.

მისი განმარტებით, გამოდგება მხოლოდ ის პლაზმა, რომელიც შეიცავს მაღალი კონცენტრაციით დამცავ ანტისხეულებს, ე.წ. მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს.

„ასევე, მისი გამოყენება მასობრივად თეორიულად შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად ეს ვერცერთი ეპიდემიის – ვერც ებოლას, ვერც ღორის გრიპის დროს ვერ მოხერხდა. ეს ხომ არ არის მედიკამენტი რომ მასობრივად აწარმოო, ან თუნდაც ვაქცინა, ვაქცინა რომ შეიქმნება მერე შეიძლება ის მილიონობით დოზა გამოუშვა. აქ თითოეული დონორი უნდა გყავდეს თითოეული შემთხვევისთვის. ერთი დონორიდან ერთი პლაზმა მზადდება, მაგრამ ოცი დონორიდან ერთია გამოსადეგი მხოლოდ“- აღნიშნა თენგიზ ცერვაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე პლაზმის დასამზადებლად რამდენიმე ათეული დონორი გასინჯეს, რადგანაც სისხლში საკმარისი ანტისხეულები არ ჰქონდათ.

„FDA მკაცრად განსაზღვრავს რომ თუ დამცავი ანტისხეულების კონცენტრაცია პლაზმაში რაღაცაზე ნაკლებია, ის პლაზმა გადასასხმელად არ ვარგა. იმიტომ რომ ის ვერ დაიცავს. ტყუილად დონორს გამოართმევ 700–800 მილილიტრ პლაზმას და ის სარგებელს ვერ მოიტანს. მასობრივად ეს მეთოდი ვერ გამოდგება, მაგრამ გამოდგება კრიტიკულ შემთხვევაში, როდესაც სხვა არცერთი მედიკამენტი არ მოგცემს შედეგს და უეფექტო იქნება... იმ ერთეულ შემთხვევებში ადამიანს გადაარჩენს“, - განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.

imedinews.ge