გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის კლინიკა "მედალფას" დღეს სავარაუდოდ რამდენიმე პაციენტი დატოვებს, გაუმჯობესებულია მძიმე პაციენტის მდგომარეობაც

30-04-2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში, ინფიცირებულთა რაოდენობა არ შეცვლილა. კლინიკა "მედალფაში" 30 პაციენტია მოთავსებული. მათგან რამდენიმე გამოჯანმრთელების სტადიაშია. მედიკოსების თქმით, გაუმჯობესდა მძიმე პაციენტის მდგომარეობაც, თუმცა ის კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

"კლინიკა მედალფაში მკურნალობის კურსს გადის 30 პაციენტი, მათი მდგომარეობა არის შედარებით გაუმჯობესებული, მძიმე პაციენტი არ გვყავს, არის ერთი მხოლოდ, რომელიც იყო აპარატულ სუნთქვაზე, მისი მდგომარეობა რჩება მძიმე. უახლოეს დღეებში ველოდებით განმეორებითი ტესტების პასუხებს და სავარაუდოდ, რამდენიმე პაციენტი კიდევ დატოვებს კლინიკას,“ - განაცხადა კლინიკა “მედალფას”-კლინიკურმა მენეჯერმა, ალექსი გოხელაშვილმა.

რუსთავი2