გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

Atlantic Council სააკაშვილზე: პრეზიდენტ ზელენსკის მოულოდნელმა ნაბიჯმა ყველა გაოცებული დატოვა

30-04-2020

„პრეზიდენტ ზელენსკის მოულოდნელმა ნაბიჯმა რეზონანსული ქართველის შესაძლო დანიშვნის შესახებ ყველა გაოცებული დატოვა .ეს უშველებელი თამაში გამოდგა და უკვე შეძლო დროებით გადაეფარა კორონავირუსის კრიზისი და რუსეთთან მიმდინარე ომი, თუმცა შესძლებს კი ის უკრაინელთა იმედების გაცოცხლებას ძირეული რეფორმის შესახებ? - წერს გამოცემა Atlantic Council სტატიაში სათაურით „ ნუთუ უკრაინისთვის სწორი არჩევანია სააკაშვილი?

როგორც სტატიაშია ნათქვამი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გასულ წელს აღუდგინა, თუმცა დამკვირვებლების უმრავლესობამ ეს უბრალო ჟესტად მიიჩნია, რომელიც ზელენსის წინამორბედი პოროშენკოს ნიშნის მოგებით გაკეთდა.

„მართლაც, უკრაინის პრეზიდენტის უახლეს შემოთავაზებაზე ინფორმაციის გაჟღერებამდე არც არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ საქართველის ყოფილი ლიდერი თუნდაც განიხილებოდა უკრაინის პოლიტიკის წინა ხაზებში დაბრუნებისთვის” - ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „სააკაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტად ორი ვადა დაჰყო და მოკლე ომიც გააჩაღა პუტინის რუსეთთან სანამ საბოლოო ჯამში თვით-კონტროლს დაკარგავდა და შემდეგ კვლავ წარმოისახებოდა მასების-შემგროვებელ რეფორმატორ უკრაინელ პოლიტიკოსად“.

„სააკაშვილის დრო სამხრეთ უკრაინაში ძალიან სანახაობრივი გამოდგა, თუმცა საბოლოო ჯამში ანტი-კლიმატურიც. ადგილობრივი მანკიერი ინტერესების დაშლა რომ ვერ შესძლო და კიევიდან პოლიტიკური მხარდაჭერის არქონაზეც ბევრი დაიჩივლა, თანამდებობიდან 2016 წლის ნოემბერში გადადგა და მაინც შეეცადა ეროვნულ ანტი-კორუფციულ მოძრაობას ჩასდგომოდა სათავეში. ასე აღმოჩნდა მისი ყოფილი პატრონის პრეზიდენტ პოროშენკოს მთავრობის ღია ოპოზიციაში. უკრაინის ისტორიული ტრანსფორმაციის თავკაცობაზე სააკაშვილის ოცნებებმა დაძაბა პოლიტიკური ფარსი. კარვების ქალაქი დასცა პარლამენტის წინ, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა და ქვეყნიდან იქნა გაძევებული, შემდეგ უკრაინაში შემოლეწილი და კიდევ ერთხელ ძალით გაგდებული... უკრაინის პოლიტიკაში მისი მოკლე კარიერა იმ ეტაპზე დასრულებული ჩანდა” - წერს ავტორი.