გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოკუპირებული აფხაზეთიდან "ბომონდის" ცხელების ცენტრში 32 წლის ორსული შეიყვანეს - ქალს გადაუდებელი საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

30-04-2020

“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან, კატასტროფის ბრიგადის მიერ შემოყვანილი 32 წლის ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.  

კლინიკის ხელმძღვანელის მამუკა მიქაძის თქმით, დაახლოებით 30-31 კვირის ორსული კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისთვის აუცილებელი ჩაუტარდა საკეისრო კვეთის ჩატარება. ამ დროისათვის პაციენტი რეანიმაციაში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ახალშობილი ბავშვთა რეანიმაციაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში ამ ეტაპზე 5 საეჭვო პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სახლებიდან, ნაწილი კი კატასტროფის ბრიგადებმა საავადმყოფოებიდან გადაიყვანეს. 

rustavi2