30-04-2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების წყარო ცნობილია. მისივე თქმით, 15 შემთხვევა თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნება, სამი სვანეთის, 5 კი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.
"24 საათში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დაგვემატა და ჯამში COVID 19-ის 539 შემთხვევა ფიქსირდება. ასევე, დაგვემატა 10 გამოჯანმრთელებული და გახდა 178. კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 15 თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნება, სამი სვანეთის, დანარჩენი კი ბოლნისის კლასტერს ეკუთვნის"– განაცხადა ეზუგბაიამ.