გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული, შაქრიანი დიაბეტის მქონე 82 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა

30-04-2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების დროს, შაქრიანი დიაბეტი მაღალი ლეტალობის ინდექსს არ წარმოადგენს.

ლევან რატიანმა ამის მაგალითად მოიყვანა კორონავირუსით ინფიცირებული 82 წლის ქალი, რომელსაც თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტი აქვს.

რატიანის თქმით, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

„ქალბატონი, რომელიც გვყავს 82 წლის, შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და მიკროანგიოპათიის გამო გართულებული პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან. ის არის ადეკვატური, კონტაქტური, გემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური. რჩება ოქსიგენდამოკიდებული. ეს მაგალითები რატომ მოვიყვანე? – ამ ქალბატონს ბოლო 30 წლის მანძილზე აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინზე. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ შაქრიანი დიაბეტი, გართულებული სხვადასხვა ფორმებით, არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს კოვიდინფექციის შემთხვევაში. დიდი ხანია, ამ ვირუსის ბუნებათა შესახებ არაფერი მითქვამს. როგორც კი სამყაროში გაჩნდა ეს ვირუსი, რატომღაც ყველამ, ვინაიდან ახალი იყო და მაღალი ლეტალობა იყო კაცობრიობაში, მკვლელი დავარქვით. ახლა ამ ვირუსმა, ამ ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. კიდევ ერთი მაგალითი გართულებულ შემთხვევაში, როცა გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, ეს არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსის მანიშნებელს“, – განაცხადა რატიანმა.

1tv.ge