გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფისთვის ხელისშეშლის გამო თურქი მებაჟეები სამსახურიდან გაათავისუფლეს

16-11-2017

აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფისთვის ხელისშეშლის გამო თურქი მებაჟეები სამსახურიდან გაათავისუფლეს. 
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფთან მომხდარი ინციდენტის გამო, თურქული მხარის საბაჟო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას განუცხადა. ზურაბ პატარაძის  ინფორმაციით,  ზოგიერთი მებაჟე სხვადასხვა პოზიციაზე გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ,  25 სექტემბერს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული ვითარების შესახებ საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, “მთავარის” გადამღები ჯგუფი სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდა. თურქი მებაჟეები შეეცადნენ ოპერატორ ანდრია ქაჩიბაიასა და  ჟურნალისტ ჯენი კვანტალიანისთვის წაერთმიათ ტექნიკა, რაც ვერ მოახერხეს, თუმცა ჯენი კვანტალიანს წაართვეს პირადობის მოწმობა და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

მაუწყებელმა საკითხის შესასწავლად შინაგან საქმეთა სამინისტროს და საკონსულოს მიმართა. თურქეთის კონსული ვითარებას ადგილზე გაეცნო.  სარფში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით  მიმდინარეობს.



წყარო: "აჭარის ტელევიზია"