გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: ინფიცირებულთა რაოდენობის 20, 30 ან 40 ყოველდღიური ზრდა ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია

30-04-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების ისეთი დინამიკა, როგორიც დღეს არის, ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია.
ამის შესახებ გამყრელიძემ ბრიფინზე განაცხადა.


"დღეს გვაქვს 22 ახალი შემთხვევა, ყველას წყარო ცნობილია. 15 დაკავშირებულია თეთრიწყაროს კლასტერთან და დანარჩენი ყველა კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან. ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია. ყველა მათგანი გადაყვანილია დღეს უკვე შესაბამის სამკურნალო ცენტრებში და მიმდინარეობს მათი მკურნალობა. 179 ადამიანია უკვე გამოჯანმრთელებული. სამწუხაროდ გვაქვს 6 გარდაცვალების შემთხვევა. თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი - 1.1% ერთ-ერთი დაბალია ევროპულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ასეთი ზრდა დინამიკისა, თუ ჩვენ ამ ორი კვირის განმავლობაში შევინარჩუნეთ, ანუ, თუ იქნა ინფიცირებულთა რაოდენობის 20, 30 ან 40 ყოველდღიური ზრდა, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.