კვირა, ივნისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 92 ნიმუშის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

1-05-2020

ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 92 ნიმუშის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. ჩაკეტილ სოფელ მუშევანში, ნიმუში 57 მოქალაქისგან აიღეს. ისინი 10 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. ნიმუშები ასევე აიღეს ცხელების კლინიკაში იმ ადამიანებისგან, რომლებსაც გარკვეული ჩივილები და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

ტესტი პრევენციის მიზნით, მომსახურეობის სფეროს წარმომადგენლებსაც გაუკეთდათ. მათ შორის არიან ბოლნისი მოლის, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების თანამშრომლები. 95 კოვიდინფიცირებული, 5 გამოჯანმრთელებული და 2 გარდაცვლილი - ასეთია დღეის მდგომარეობით ეპიდსიტუაცია ბოლნისში

ამ დრომდე საქართველოში ვირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, კორონავირუსისგან უკვე 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია - 5256 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 548. ამ დრომდე საქართველოში ვირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, 6 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge