გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 19 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

1-05-2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 19 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი პაციენტი არ მიუღიათ. ექიმები რამდენიმე პაციენტს უკვე გასაწერად ამზადებენ.

ამ დრომდე საქართველოში ვირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, კორონავირუსისგან უკვე 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია - 5256 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 548. ამ დრომდე საქართველოში ვირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, 6 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge