გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარაში გამოკვლეული 270 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

1-05-2020

აჭარაში 24 საათის განმავლობაში 270 პირი გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

28 ინფიცირებული კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს, აქედან რამდენიმე პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ბათუმში ჯამში 27 პირი გამოჯანმრთელდა. მათგან სამმა გუშინ სამედიცინო დაწესებულება დატოვა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეგიონში სიტუაცია სტაბილურია. პრევენციისთვის კი მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ გოდერძის უღელტეხილზე, მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო.

ქობულეთის იმ ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, თვითიზოლაციის რეჟიმიდან ყველა მოქალაქე გათავისუფლებულია. დღეს სოფელ ლეღვასა და მუხაესტატეში ბოლო 50 ადამიანს ამოეწურა თვითიზოლაციის პერიოდი. ისინი ცხოვრებას ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ, თუმცა დაემორჩილებიან საკარანტინო პირობებს.

საქართველოში კორონავირუსი ადამიანს 566 დაუდასტურდა, აქედან 184 უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge