ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ა(ა)იპ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

19-02-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ა(ა) იპ ორგანიზაციებთან: „ახალგაზრდული მედიაკავშირი“, „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსთვის“ და „მედიაკავშირი თანაბარი უფლებებისთვის“.

მემორანდუმის მიზანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებებში დაჭრილ-დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედრო მოსამსახურეების  საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებაში ინტეგრაცია, სპორტულ-კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის მიღებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გზით.

ასევე, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ ტრენინგების გამართვა მოზარდებისთვის სამოქალაქო თავდაცვისა და გარემოზე ზრუნვის საკითხებზე; სხვადასხვა პროექტების განხორციელება, ახალგაზრდებში ღირსეული სამოქალაქო პოზიციისჩამოყალიბების მიზნით; დისკუსიების და ტრენინგების ორგანიზება  სამოქალაქო თვითშეგნების, ცხოვრების ჯანმრთელი წესისა და სპორტულ-კულტურულ აქტივობებში ჩართვის პოზიტიურ მხარეებზე, ომის, სიძულვილის ენისა და ოპონენტების მიმართ აგრესიის გამოვლინების შედეგებისა და მათი პრევენციის ღონისძიებებზე.