გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ბერაია: ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული თვალსაზრისით უმძიმესი ვითარებაა

1-05-2020

„ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული თვალსაზრისით უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, რაც გამოწვეულია ოკუპაციის შედეგად დაწესებული უკანონო შეზღუდვებით" - აღნიშნულის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენს მოქალაქეებს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ეძლევათ გადაადგილების შესაძლებლობა განსაკუთრებით, მკურნალობის მიზნით.

"ეს არის ის დიდი ფასი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები სამწუხაროდ, ყოველდღიურად იხდიან ოკუპაციის შედეგად“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.