გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ოთარ ანგურიძე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფოს საერთაშორისო ტრიბუნებიდან მხარს უჭერენ ევროპარლამენტარები და ევროატლანტიკურ კავშირებში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბრობენ

1-05-2020

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოზე უფრო და უფრო მეტს საუბრობენ, დაწყებული პანდემიასთან ბრძოლით და გაგრძელებული ეკონომიკური შედეგებით, რომლითაც ჩვენი ქვეყანა მოწინავე პოზიციებს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებში, რასაც, კარსკიც ღიად აფიქსირებს - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარ კეროლ კარსკის სტატიას თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე.

მისი თქმით, ბევრი ასეთი მოკავშირე უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოების დაცვას.

„ევროპარლამენტარი საინტერესო პოსტულატებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აქცენტები ეხება გეოგრაფიულ და ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც ბოლო წლებში საქართელოში განხორციელდა. დეპუტატი გამოარჩევს კორფციულ და ფისკალურ რეფორმებს, რომლებშიც ჩვენმა ქვეყანამ წარმატებას მიაღწია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოზე უფრო და უფრო მეტს საუბრობენ, დაწყებული პანდემიასთან ბრძოლით და გაგრძელებული ეკონომიკური შედეგებით, რომლითაც ჩვენი ქვეყანა მოწინავე პოზიციებს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებში. და რასაც, კარსკიც ღიად აფიქსირებს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფოს საერთაშირისო ტრიბუნებიდან მხარს უჭერენ ევროპარლამენტარები და საუბრობენ საქართველოს გაწევრიანებაზე ევრო-ატლანტიკურ კავშირებში. ბევრი ასეთი მოკავშირე უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთოხების დაცვას“ - წერს ოთარ ანგურიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.