გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზაალ ანჯაფარიძე: ნაცმოძრაობა და მასთან აფილირებული მედია სხვებზე საკუთარი გაფუჭებულობის ხარისხით მსჯელობს

2-05-2020

The Telegraph ძალიან ავტორიტეტული გამოცემაა და ის არასოდეს გამოაქვეყნებს მასალას რაც მის რეპუტაციას ეჭვს ქვეშ დააყენებს. ხოლო მათ ვინ ამ გაზეთს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებას უკიჟინებს დიდი ხანია რეპუტაციის საკითხი აღარ აწუხებთ, რადგანაც სასწორის მეორე მხარეზე მათთვის უფრო ფასეული რამ არის,- ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და რადიო თავისუფლების ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, რომელიც ჟურნალისტმა სოფიკო ვასაძემ ბრიტანულ გამოცემა ,,ტელეგრაფში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ,, ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“ მიუძღვნა.

ანჯაფარიძის თქმით, აშკარაა, რომ ნაცმოძრაობა და მასთან აფილირებული მედია საკუთარი გაფუჭებულობის ხარისხით რომ მსჯელობს სხვებზე და ამის დასტურად სწორედ იმ ისტერიას მიიჩნევს, რაც ავტორიტეტულ The Telegraph-ში ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებულმა სტატიამ დამართა ცნობილ შემადგენლობას, რომელსაც დაემატა აშშ-ში მოქმედი ე.წ. „ქართულ-ამერიკული“ ორგანიზაცია Coda Story.

,,მათ და „მთავარმა არხმა“ ვრცელი რეპორტაჟები მიუძღვნეს სტატიას. თემას არც შევეხებოდი, რომ არა ერთი გარემოება. კარგად გამოჩნდა რომ ქართული ჟურნალისტური თემის ერთი ნაწილი სწრაფი ტემპით განიცდის კოროზია-ეროზიას. ამბობენ რომ თურმე საგაზეთო სტატიისათვის და ჟურნალისტიკისათვის უჩვეულო და უცნაურია სტატისტიკის ასეთი დამუშავება - ერთ სულ მოსახლეზე COVID-19 დახმარების ფარგლებში ქველმოქმედთა დახმარებაზე. არადა, კარგი ჟურნალისტიკის მაგალითი, სწორედ სტატისტიკით გამყარებული ფაქტების მიწოდებაა აუდიტორიისათვის და არა არაფრით გამყარებული მოგონილი ამბების ტირაჟირება რაშიც ასე გაწაფულები არიან „ნაცმოძრაობაზე“ მომუშავე მედია და ორგანიზაციები. საინტერესოა, რა უცნაურობა აღმოაჩინეს სტატიაში, რაზედაც ასე შფოთავენ, ან რატომ უნდა იყოს უცნააური მსგავსი სტატიის ხილვა მსოფლიოს წამყვან გამოცემაში, რაზედაც ასე მოთქვამენ?!. სტატია სრულიად კონკრეტულ თემაზეა დაწერილი და არაფერი მასში არა არის ისეთი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად შესწირა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს დაახლოებით 31 მილიონი დოლარი და ერთ სულ მოსახლეზე ამ მაჩვენებლით ნამდვილად მეორე ადგილს იკავებს გამოქვეყნებულ რეიტინგში. კორონავირუსზე და მასთან დაკავშირებულ ასპექტებზე, მათ შორის დონაციებზე ფართოდ წერს მსოფლიო პრესა და მისი წამყვანი გამოცემები. საინტერესოა, თუ ბიძინა ივანიშვილი არ იქნებოდა მოხსენიებული ქველმოქმედთა სიაში, მაშინ სტატიის გამოქვეყნება ნაციონალური მედია-სექტისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა?! ნაცმედია იმაზე გაგიჟდა, საგაზეთო სტატიაში ნაცებისთვის სასურველი თემები (20 ივნისის მოვლენები და სხვა) არ არის ნახსენებიო. მარტივი კითხვა: რა კავშირშია ეს პროცესები კორონავირუსთან და ივანიშვილს ქველმოქმედებასთან”?- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსის თქმით, The Telegraph ძალიან ავტორიტეტული გამოცემაა და ის არასოდეს გამოაქვეყნებს მასალას რაც მის რეპუტაციას ეჭვს ქვეშ დააყენებს, ხოლო მათ, ვინც ამ გაზეთს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებას უკიჟინებს, დიდი ხანია რეპუტაციის საკითხი აღარ აწუხებთ, რადგანაც სასწორის მეორე მხარეზე მათთვის უფრო ფასეული რამ არის.


,,სტატიის შესახე Coda Story-ს და ‘მთავარი არხის’ რეპორტაჟებში უამრავი შეუსაბამობაა და რაც მათდამი სანდოობას ამცირებს. მაგალითად, ამტიცებენ რომ კომუნიკაცია ჰქონდათ გაზეთთან და გაიგეს, რომ მათ უკვე დაწერილი მასალა „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებულმა ბრიტანულმა კომპანიამ „ Media Intelligence Partners” მიაწოდა. კი მაგრამ სადაა ჟურნალისტიკის სტანდარტები? რატომ არ არის წარმოდგენილი ან სტატიის ავტორთან თუნდაც სატელეფონო ჩანაწერის ტრანსკრიპტი, ან მასთან ინტერვიუ ან თუნდაც კორესპონდენცია? გამოდის მაყურებელი სიტყვაზე უნდა ენდოს „Coda Story”-ს და მთავარ არხს. ამბობენ რომ Media Intelligence Partnership http://www.mippr.co.uk/) აღიარებს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას. არადა, კომპანიის ვებგვერდზე არსად წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი ან ‘ქართული ოცნება’ არის მისი კლიენტი! თუნდაც ასე იყოს, რა არის ამაში უცნაური ან უკანონო?„ქართულ ოცნების“ მიერ დაქირავებულ პიარ და ლობისტური კამპანიებზე ნაცმედია ამდენი ხანი კრინტს არ ძრავდა და აზრიალდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც საერთაშორისო მედიაში „ქართულ ოცნების“ ლიდერის კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ქველმოქმედებაზე დაიწერა და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ კორონავირუსის წინააღმდეგ საერთაშორისო მედიაში, ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მიიღო ყოველგვარი ლობიზმის და ჩარევების გარეშე. რაც შეეხება, ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილ ფულს, რომელზეც როგორც „ხალხის ფულზე“ ასე ჭმუნავს ნაცმედია, ყველამ ვიცით როგორ იყენებდა „ხალხის ფულს“ თავად ნაცმოძრაობა და საკმაოდ გრძელი სია შეიძლება შედგეს თუ ვის როდის და რამდენი გადაუხადეს უცხოეთში პარტიისა და სააკაშვილის იმიჯის გასაუმჯობესებლად. „ქართული ოცნება“ როგორც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია ღებულობს შესატყვის საბიუჯეტო დაფინანსებას და აქვს სრულიად კანონიერი გზით განხორციელებული შემოწირულობები!

თუ რას და ვის წარმოადგენს „მთავარი არხი“ ეს ყველამ იცის, ისევე როგორც მისი დირექტორის საყვარელი სიტყვა „ჩაჯვი“ - წითელ ხაზად რომ გასდევს მის ყველა გადაცემას. რას წარმოადგენს ე.წ. „ქართულ-ამერიკული“ ორგანიზაცია Coda Story (https://www.codastory.com/) რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია ნატალია ანთელავა, ბიბისის ჟურნალისტი, რომელიც შემიმჩნევია ინფორმაციის ინტერპრეტაციაში „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ის რეგისტრირებულია აშშ-ში როგორც არამომგებიანი, არაკომერციული, ორგანიზაცია რომელსაც ოფისები აქვს ნიუ-იორკსა და საქართველოში. ვებგვერდზე არ არიან დასახელებული ორგანიზაციის დამფინანსებლები, წერია მხოლოდ რომ შემოსავლების 20% მისი ვიდეოპროდუქციის გაყიდვით იღებს (?!), თუ ორგანიზაცია პროდუქციას ჰყიდის და შემოსავალს იღებს, როგორ არის არამომგებიანი?. ორი ოფისის და შტატის შენახვა საქართველოსა და აშშ-ში საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ბუნებრივად ჩნდება კითხვა - ვის და რის ხარჯზე?!- წერს ზაალ ანჯაფარიძე.