გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხმაური და შეხლა-შემოხლა ბოლნისში - სოფელ მუშევანში ადგილობრივებმა ექიმებსა და პოლიციას ქვები დაუშინეს

2-05-2020

ხმაური და შეხლა-შემოხლა ბოლნისში - სოფელ მუშევანის მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა. ადგილობრივებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს, პოლიციასა და მერიის წარმომადგენლებს ქვები და ჯოხები დაუშინეს, რის გამოც დაზიანდა სასწრაფოს ავტომობილები და მუნიციპალიტეტის მერის მანქანა.

საბოლოოდ კი პოლიციამ და ექიმებმა სოფელი დატოვეს. მათ COVID ინფიცირებული პაციენტების შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ვერ შეძლეს.

მუშევანში ამ დროისათვის კორონავირუსი 10 ადგილობრივს აქვს დადასტურებული, ისინი ამ დრომდე სოფელში რჩებიან.

რუსთავი2